შაბათი, 2024-05-04, 7:06 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ისწავლე მეტი

მოსახლეობა
ნავიგაცია

.

მთავარი » საიტების კატალოგი » .

საიტების კატეგორიაში: 6
ნაჩვენებია საიტი: 1-6

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები

          მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს – ფობოსი და დეიმოსი – მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს. პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე. მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით. პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან. პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში – მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი. დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პალეტეზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე – 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის. 2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.). ასეთი მიახლოება იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 57 617 წლის 12 სექტემბერს. იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0°C-დან 30°C-მდე მერყეობს ეკვატორზე. 2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
. | გადასვლები: 738 | დაამატა: მარსი | თარიღი: 2011-08-16


       სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა.
. | გადასვლები: 824 | დაამატა: სიცოცხლის წარმოშობა | თარიღი: 2011-08-16


          ფიზიკური მახასიათებლები ეკვატორიული რადიუსი 6378,14 კმ პოლარული რადიუსი 6356,78 კმ რადიუსი 6371,3 კმ ეკვატორის გარშემოწერილობა 40 075 კმ მოცულობა 1,0832×1012 კმ3 მასა 5,9737×1024 კგ სიმკვრივე 5,515 გ/სმ3 ზედაპირის ფართობი 510 065 700 კმ2 გრავიტაცია ეკვატორიულ ზონაში 9,766 მ/წმ2 ანუ 1 g მეორე კოსმოსური სიჩქარე 11 180 მ/წმ ბრუნვის სიდერული პერიოდი 23,934 სთ. ორბიტისადმი ეკვატორიული დახრილობა 23,45° ზედაპირის ტემპერატურა უმც. საშ. უდ. 185 °K 287 °K 331 °K ატმოსფერული წნევა ზედაპირთან 101,325 კპა ორბიტული მახასიათებლები საშუალო მანძილი მზიდან 149 597 890 კმ (1,0 ა.ე.) პერიჰელიუმი 147 100 000 კმ აფელიუმი 152 100 000 კმ სიდერული ორბიტალური პერიოდი 365,24 მიწიური დღე საშუალო ორბიტალური სიჩქარე 29 785,9 მ/წმ ორბიტის გაწელილობა 0,01671022 ეკლიპტიკის სიბრტყისადმი ორბიტის დახრილობა 0,00005° ორბიტის გარშემოწერილობა 924 375 700 კმ თანამგზავრი 1 (მთვარე) ატმოსფეროს მოცულობითი შედგენილობა აზოტი N2 78,11 % ჟანგბადი O2 20,953 % არგონი Ar 0,934 % ნახშირორჟანგი CO2 ცვალებადი: 0,01-0,1 % წყალი (ორთქლი) H2O ცვალებადი: 0-7 % ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა. XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინრნტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე – პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა კონტინენტები (ინდოეთისა და ატლანტის).
. | გადასვლები: 790 | დაამატა: დედამიწა სიცოცხლის “ბუდე” | თარიღი: 2011-08-16


         ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია. ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია”, თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული”, რომელიც მომდინარეობს "სითერეა”-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი – კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით. ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია – მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.მზის ირგვლივ ორბიტაზე 35020 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი 12104 კმ -ია. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს ასრულებს 7 თვესა და 12 დღეში. აფელიუმში მზიდან 108 942 109 კმ -ით ( 0.728 231 28 ა.ე.) არის დაშორებული, პერიფელიუმში 107 476 259 კმ -ია ( 0.718 432 70 ), საშუალო მანძილი არის 108 208 930 კმ ( 0.723 332 ). ვენრას ორბიტა თითქმის წრეა, ექსცენტრისიტეტი 0.0068 უდრის. მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგური მალე დაიწვა. ვენერას ატმოსფეროს ტემპერატურა 462 °C ( 735 °K ). წნევა 93 ატმოსფერო ( 9.3 მპა ). ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება. მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.
. | გადასვლები: 794 | დაამატა: ვენერა “წითელი პლანეტა” | თარიღი: 2011-08-16


            მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო. მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა. მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა. პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია – ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.
. | გადასვლები: 772 | დაამატა: მერკური ყველაზე ახლო მყოფი დედამიწა | თარიღი: 2011-08-16

       
        როგორც ვიცით მზის მასა 333 000- ჯერ მეტია დედამიწის მასაზე. მზის გარშემო მოძრავი ყველაზე დიდი პლანეტის- იუპიტერის- მასა 1000-ჯერ ნაკლებია მზის მასაზე და ”მხოლოდ” 318-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე. ერთად აღებული ყველა დანარჩენი პლანეტის მასა იუპიტერის მასაზე 3-ჯერ ნაკლებია. ნიუტონის II და III კანონების თანახმად, ურთიერთქმედი სხეულების აჩქარებები მათი მასების უკუპროპორციულია. შედეგად, მზესა და პლანეტებს შორის მოქმედი ურთიერთმიზიდულობის ძალა ბევრად ნაკლებ აჩქარებას ანიჭებს მზეს, ვიდრე მის გარშემო მოძრავ პლანეტებს.

აღმოჩნდა რომ ცხრა დიდი პლანეტიდან რვის ორბიტა თითქმის ერთ სიბრტყეშია. გამონაკლისია პლუტონი. მისი ორბიტა თითქმის 170-იან კუთხეს ადგენს დედამიწისა და დანარჩენი პლანეტების ორბიტების სიბრტყესთან - ეკლიპტიკასთან. პლუტონის ორბიტა სხვა მხრივაცაა გამონაკლისი: იგი გაცილებით უფრო ”გაწელილი” ელიფსია, ვიდრე დანარჩენი პლანეტების ორბიტები, რომლებიც თითქმის წრეწირებია. პლუტონის ორბიტა იმდენად გაწელილია, რომ მისი ნაწილი ნეპტუნის ორბიტის შიგნით ძევს. ამჟამად (1969 წლის შემდეგ) პლუტონი სწორედ ნეპტუნის ორბიტის შიგნით მოძრაობს. ასე გაგრძელდება 2009 წლამდე , როდესაც პლუტონი კვლავ გახდება მზის სისტემის უშორესი პლანეტა. პლუტონის მიღმა დიდი ზომის პლანეტები აღმოჩენილი არ არის. თუმცა დამკვირვებლები მათ ძებნას დღესაც აგრძელებენ. დიდი პლანეტების გარდა მზის სისტემაში აღმოჩენილია ძალიან ბევრი მცირე ზომის ”პლანეტაც”, მათ ასტეროიდებს უწოდებენ. თითქმის ყველა ასტეროიდი მოძრაობს ორბიტებზე, რომლებიც განლაგებულია ასტეროიდების სარტყელში- მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მოთავსებულ ზოლში.
 მზის სისტემის ზომებზე წარმოდგენის შესაქმნელად შევადაროთ დრო, რომელიც საჭიროა სინათლისათვის, მზიდან დედამიწამდე მოსაღწევად- დაახლოებით 8 წთ 20 წმ-დროს, რომელიც სინათლეს სჭირდება მზიდან პლუტონამდე (მის უშორეს მდებარეობაში ყოფნისას) მისაღწევად - დაახლოებით 5,5 საათი. ამდენივე დრო სჭირდება პლუტონამდე მისაღწევად რადიოსიგნალსაც. ადვილი წარმოსადგენია, რომ პლუტონზე მყოფ კოსმონავტებთან, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება, ” რადიოსაუბარი” ვერ შედგება შეკითხვასა და მასზე პასუხის გაცემას შორის 11 საათიანი შუალედი ასეთ ”საუბარს” ძალზე მოუხერხებელს გახდის.
პლანეტები და მათი თანამგზავრებიც ორბიტებზე მოძრაობის გარდა, საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. მათი ბრუნვის ღერძები ეკლიპტიკის მიმართ სხვადასხვა კუთხითაა დახრილი. ღერძული ბრუნვის პერიოდებიც სხვადასხვაა. შედეგად, პლანეტებზე სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობის - დღე-ღამის - ხანგრძლივობა სხვადასხვაა. სხვანაირად ხდება სეზონური ცვლილებებიც. მაგალითად, მერკურზე და იუპიტერზე, რომელთა ბრუნვის ღერძებიც თითქმის მართობულია ეკლიპტიკის სიბრტყისა, სეზონური ცვლილებები საერთოდ არ ხდება.  

    ურანის ბრუნვის ღერძი თითქმის ეკლიპტიკის სიბრტყეში ძევს; ურანი ორბიტაზე :გვერდზე დაწოლილი” მიგორავს. შედეგად , ურანის პოლუსებზე ხანგრძლივი და ”ძალიან ცხელი” (ურანის კვალობაზე) ზაფხული და ასევე ხანგრძლივი (ნახევარწლიანი) და მკაცრი ზამთარი იცის.

    რა თქმა უნდა, რაც უფრო დაშორებულია პლანეტა მზეს , მით უფრო ნაკლებ სითბოს იგებს ის მზისგან და მით უფრო ნაკლებად თბება. ამიტომ იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი - ცივი პლანეტებია. შედარებით ახლოს განლაგებული პლანეტები კი - მარსი, დედამიწა, ვენერა, მერკური - მზისგან ბევრ სითბოს ღებულობენ. მათ განათებულ მხარეზე ტემპერატურა მაღალია.

    მზიდან მიღებული სითბოს რაოდენობა და პლანეტის მასა არის ის ორი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს პირობებს და პლანეტის ატმოსფეროსა და მისი ნივთიერების ქიმიურ შემადგენლობას.

    დიდი მასის პლანეტა, მაგალითად იუპიტერი, ძლიერად იზიდავს ნივთიერებას თავის გარშემო სივრცეში, ამიტომ სწრაფად მოძრავი მოლეკულების შეკავებასაც ახერხებს. შედეგად , იუპიტერის ატმოსფეროში შემორჩენილია წყალბადისა და სხვა მსუბუქი აირების მოლეკულები. დედამიწაზე არსებული მაღალი ტემპერატურის პირობებში , ისინი ადვილად იძენენ ”გაქცევის”  სიჩქარეებს და ატმოსფეროდან საპლანეტათაშორისო სივრცეში ”გარბიან”.

     მერკური მზესთან სიახლოვის გამო საერთოდ ვერ შეაკავებს ატმოსფეროს. აქ ყველა აირის მოლეკულა მაღალი ტემპერატურის გამო ადვილად იძენს ”გაქცევისათვის” საკმარის სიჩქარეს, რომელიც პატარა მასის მქონე მერკურისათვის შედარებით მცირეა. ვენერას ატმოსფერო, ძირითადად , მძიმე მოლეკულებისაგან შედგება - მისი ატმოსფეროს ძირითადი კომპონენტებია co2 და H2SO4 ის ორთქლი.

       ასევე ძლიერ განსხვავებულია თვით პლანეტების ქიმიური შემადგენლობაც. მეცნიერთა აზრით, ეს განსხვავება ჩამოყალიბდა მზის სისტემის ფორმირების პროცესში , როდესაც პლანეტები წარმოიქმნა სივრცეში გაბნეული მტვერისა და აირის გრუბლების კონდენსაციის შედეგად. ღრუბლების შიგა ფენებში მზესთან სიახლოვის გამო მაღალი ტემპერატურა იყო. შედეგად, მსუბუქი მოლეკულების უდიდესი ნაწილი აჩქარდა ”გაქცევის” სიჩქარემდე და ღrუბლის ეს ნაწილი გამდიდრებული აღმოჩნდა მძიმე ნივთიერებების მოლეკულებით. ღრუბლის ამ ნაწილიდან წარმოიქმნა დედამიწის მსგავსი პლანეტები- მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი .ამ ოთხ პლანეტას დედამიწის ჯგუფის პლანეტებს  უწოდებენ.
ღრუბლის გარე ნაწილები ბევრად უფრო ცივი იყო - მზიდან დიდი დაშორებისა და ღრუბლის შიდა ფენების მიერ მათი ”დაჩრდილვის” გამო. ამიტომ ღრუბლის ეს ნაწილი ძირითადად, მსუბუქი ელემენტების ნაერთებისაგან შედგება. იუპიტერის, სატურნის, ურანის და ნეპტუნის ქიმიური შემადგენლობა ამ ჰიპოთეზას სავსებით შეესაბამება. გამონაკლისი ისევ პლუტონია- მისი ქიმიური შემადგენლობა უფრო წააგავს დედამიწის ჯგუფის პლანეტების შემადგენლობას, ხოლო ზომა ბევრად მცირეა, ვიდრე დანარჩენი გარე პლანეტებისა. მეცნიერებმა ამ უცნაურობის დამაჯერებელი ახსნა ჯერ ვერ იპოვეს, თუმცა მრავალი ვარაუდი და ჰიპოთეზაა გამთქმული, რომლებიც შემოწმებას მოითხოვს შემდგომი დაკვირვებებითა და გამოთვლებით.
. | გადასვლები: 731 | დაამატა: მზის სისტემის პლანეტები | თარიღი: 2011-08-16

გერბი
180X180
.
www.wsa.ge
შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz